შთაბეჭდილებები


ანა, VII კლასი: "მე ძალიან მომეწონა  ეს პროექტი, ბევრი საინტერესო ისტორული ძეგლი ვნახეთ . მართალია გარკვეული ცოდნა მათ შესახებ გქონდა , მაგრამ საკუთარი თვალით დანახული მაინც სხვაა. მინდა , რომ მომავალ წელს ისევ გაგრძელდეს და ახალი, საინტერესო ღონისძიებები დავგეგმოთ."





სოსო, VI კლასი:" მე ძალიან მიყვარს მოგზაურობა , იმიტომ რომ საშუალება გეძლევა ნახო უამრავი საინტერესო რამ, გაიცნო ახალი ადამიანები, ამიტომაც ძალიან მომეწონა ამ პროექტში მონაწილეობა. ზოგიერთი ისტორიული ძეგლი მონახულებული მქონდა , ბევრი კი პირველად ვნახე და  ახალი, საინტერესო ამბები გავიგე მათ შესახებ. ვფიქრობ, რომ მომავალში უფრო ხანგრძლივი დროით უნდა წამოვიდეთ მათ სანახავად , რათა თავისუფალი დროც უფრო მეტი დაგვრჩეს"



ირმა , VII კლასი: "ძალიან მიხარია , რომ ამ პროექტის მონაწილე ვარ, მრავალი ისტორიული ძეგლი მოვინახულეთ და ახალი ცოდნა შევიძინეთ; რადგანაც მთაში ვცხოვრობთ , ხშირად არ გვაქვს საშუალება ვესტუმროთ ღირსშესანიშნაობებს . მომწონს . როცა მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობ, ვსაუბრობთ ერთმანეთთან , ვუზიარებთ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. მინდა , რომ კიდევ ბევრი ასეთი ღონისძიება გავაკეთოთ"


გიორგი , VI კლასი:  "ჩემთვის საინტერესო იყო, რომ ინფორმაცია ისტორიული ძეგლების შესახებ წინდაწინ მოვიძიეთ , ბოლნისის სიონში ექსკურსიამძღოლობა მე თვითონ გავწიე, მოვინახულეთ საქართველოში უძველესი , ასომთავრული წარწერა. როდესაც ამ ყველაფერს შენი თვალით ნახულობ, უფრო მეტად გამახსოვრდება. მომეწონა მეგობრებთან ერთად ყოფნა, მინდა რომ მომავალში გასართობი ღონისძიებებიც დავგეგმოთ"




სოფო , VIII კლასი: "პროექტმა გააფართოვა ჩვენი ცოდნა , მოვინახულეთ არაერთი ისტორიული ძეგლი; ვიცოდით , რომ არქიტექტურულად არსებობდა ბაზილიკის , ჯვრის ტიპისა და  ჯვარგუმბათოვანი ტაძრები. ჩვენს მიერ მონახულებულ ღირსშესანიშნაობებში ყველა არქიტექტურული ტიპი შეგვხვდა, რამაც საშუალება მოგვცა მათი სტილი ერთმანეთისათვის შეგვედარებინა. მომავალ წელს, მინდა, რომ სხვა რეგიონებს ვესტუმროთ"

Комментариев нет:

Отправить комментарий