პროექტის გეგმა

პრობლემის აღწერა:
  • მოსწავლეები უშუალოდ არ იცნობენ იმ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, რომელთა შესახებაც გარკვეული თეორიული ცოდნა აქვთ
  • გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე , გარემოსამყაროსთან კავშირი საკმაოდ სუსტია
  • არსებობს აუცილებლობა , მოსწავლეებმა  განიმტკიცონ თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი, აიმაღლონ დამოუკიდებლად მუშაობის უნარ–ჩვევები.

პროექტის მიზანი:
  • მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიძიებენ  ინფორმაციას, უშუალოდ მოინახულებენ კულტურულ–ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს და ერთმანეთს შეადარებენ თეორიული და ემპირიული გზით მიღებულ ცოდნას.

პროექტის ენა: ქართული

მონაწილე მხარეები: VI-IX კლასის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები

პროექტის აქტივობები/დრო:
  • მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან , ეს იქნება ლიტერატურა, ინტერნეტი და ა.შ  /მაისის  პირველი ნახევარი/
  • მოგვარდება ექსკურსიების საორგანიზაციო მხარე, მოძიებულ იქნება ფინანსები /მაისი/
  • მოსწავლეები მოინახულებენ ისტორიულ–კულტურულ ღირსშესანიშნაობებს /მაისის მეორე ნახევარი–ივნისის პირველი ნახევარი/
  • მოხდება პროექტის შედეგების შეჯამება /ივნისის შუა რიცხვები/

პროექტის ვადები:  საერთო ხანგრძლივობა– 6 კვირა.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
საზ.მეც. V-VI .2. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა საშუალება
·         ადარებს სხვადასხვა ფორმით გადმოცემულ ინფორმაციას რაიმე ნიშნით
·         ახდენს სხვადასხვა საშუალებებიდან მოპოვებული ინფორმაციის კლასიფიცირებას
საზ.მეც.V-VI. 22.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საქართველოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება განსხვავებების გამოვლინებანი და განიხილოს შესაბამისი მიზეზები
·         აღწერს მშობლიურ კუთხეში მდებარე ისტორიულ  ძეგლებს
ისტ.VII.10. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე
·         სახელმძღვანელოში არსებული და დამატებით მოძიებული მასალის საშუალებით ადარებს არქიტექტურის, მხატვრობისა და ლიტერატურის უმთავრეს ნიმუშებს
ისტ.VIII.16. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს მსოფლიო კულტურის შედევრები
·         ჩამოთვლის მსოფლიო არქიტექტურის ღირსშესანიშნავ ძეგლებს , აჯგუფებს მათ ისტორიული ეპოქების მიხედვით . მსჯელობს მათი შექმნის ისტორიაზე
ისტ. IX.7. მოსწავლეს შუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ
·         ფუნქციების მიხედვით აღწერს და რუკაზე აჯგუფებს მისთვის  ნაცნობ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს
·         წერილობით აღწერს მის დასახლებულ პუნქტში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს

მოსალოდნელი შედეგები:
  • მოსწავლეები უშუალოდ გაეცნობიან ისტორიულ ძეგლებს –ქართულ ხუროთმოძღვრულ მემკვიდრეობას
  • პრაქტიკაში გამოიყენებენ თეორიულად შეძენილ ცოდნას;
  • განიმტკიცებენ  ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარ–ჩვევებს
  • ისწავლიან დამოუკიდებლად მუშაობას

პროექტის ხელმძღვანელი: დავით ჩივაძე

პროექტის ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:  dachi133@gmail.com






Комментариев нет:

Отправить комментарий