შიომღვიმის მონასტერი კულტურულ მწიგნობრული საქმიანობის უძველესი კერაა;მდებარეობს მცხეთის მახლობლად; შიომღვიმე ასურელი მამის -შიო მღვიმელის სახელთანაა დაკავშირებული. ის მეექვსე საუკუნის მეორე ნახევარში დაარსდა, თუმცა სამონასტრო კომპლექსის ნაგებობანი სხვადასხვა პერიოდშია აგებული. XI-XII საუკუნეებში კომპლექსმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, გაჩნდა ახალი მინაშენები. დავით აღმაშენებელმა მონასტერს დიდძალი უძრავ-მოძრავი ქონება უბოძა და სამეფო საკუთრებად გამოაცადა.საქართველოს ძნელბედობის ჟამს შიომღვიმეში სამონასტრო ცხოვრება დაქვეითდა, ის არაერთგზის დაარბიეს შემოსეულმა მტრებმა. XIV საუკუნეში მონასტერს ამილახვრები დაეპატრონენ, სწორედ მათ აღადგინეს ირანელთა მიერ განადგურებული ნაგებობანი XVII ს. მეორე ნახევარში, აქვე იყო ამილახვართა საძვალე, თუმცა სამონასტრო ცხოვრება შემდგომაც წყდებოდა, პერიოდულად, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო.
სამთავროს მონასტერი XI ისტორიული ძეგლია, ჯვარგუმბათოვან არქიტექტურულ ტიპს განეკუთვნება.მშენებლობის ადგილი შემთხვევით არ აურჩევიათ, სწორედ მცხეთასთან არის დაკავშირებული საქართველოში ქრისტიანობის ისტორიის საწყისი პერიოდი, მონასტრის ეზოში დღესაცაა მაყვლოვანი, სადაც წმინდა ნინო ლოცულობდა; აქვე წმინდა ნინოს ეკლესია, რომელიც მირიან მეფეს აუგია IV საუკუნეში. ტაძრის შიგნით, სამხრეთ -დასავლეთ კუთხეში მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავებია. მონასტერი წარმოადგენდა საეპისკოპოსო კათედრას. ის საუკუნეების მანძილზე ბევრჯერ დაზიანდა, XIII საუკუნის ბოლოს შენობის გუმბათი მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა, მოკლე ხანში ძეგლი კვლავ აღადგინეს.სამთავროს მონასტერს რესტავრაცია მეოცე საუკუნეშიც ჩაუტარდა. დღესდღობით , ის მნიშვნელოვან სამონასტრო კერას წარმოადგენს. კომპლექსში შედის კოშკი,სამრეკლო , გალავანი და ა. შ. ისინი , მეტწილად, უფრო გვიანდელი ხანის ნაგებობებია.
სვეტიცხოველი მცხეთაში მდებარეობს. ის ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების უბრწყინვალესი ძეგლია, აგებულია XI საუკუნის პირველ ნახევარში, მექისედეკ კათალიკოსის მიერ. ხუროთმოძღვრად ვინმე არსუკიძე მოუწვევია. ტაძარი საუკუნეთა მანძილზე, არაერთგზის იქნა დაზიანებული, თუმცა მან შეძლო პირვანდელი იერის შენარჩუნება. სვეტიცხოველი დარბეულ იქნა თემურ ლენგის შემოსევების დროს ,თუმცა, მოგვიანებით ის აღადგინა ალექსანდრე დიდმა, რესტავრირებულ იქნა ტაძრის გუმბათი და სხვა დაზიანებული ნაწილები. ტაძარს ძნელბედობის ხანა აუდგა ირანელთა და ოსმალთა შემოსევების დროს ; XVI საუკუნეში როსტომ ხანისა და მარიამ დედოფლის დამსახურების შედეგად, სვეტიცხოვლის გუმბათი კვლავ აღადგა. კომპლექსში შედის მელქისედეკ კათალიკოსის და ანტონ მეორე კათალიკოსის სასახლეები. XVIII საუკუნეში , ერეკლე მეორის ბრძანებით, ტაძარს გალავანი შემოავლეს.
ჯვრის მონასტერი მცხეთის მახლობლად, კლდოვან მთაზე მდებარეობს, ის აგებულია 586-604 წლებში, ქართლის ერისმთავარის -სტეფანოზის მიერ. ამ ადგილას, მეოთხე საუკუნეში, სასწაულთმოქმედი ხისაგან დამზადებული ჯვარი აღმართეს, მოგვიანებით კი ტაძარი აღიმართა.ნაგებობის შიგნით დღემდეა შემორჩენილი ჯვრის კვარცხლბეკი. ტაძარმა კარგად შეძლო დღევანდელ დღემდე მოღწევა. ტაძარმა სათავე დაუდო სრულიად ახალ "ჯვრის ტიპის" არქიტექტურას ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში. ჯვარი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.
ზედაზნის მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ასურელმა მამამ იოანე ზედაზნელმა. ის საგურამოს მაღალ ქედზე მდებარეობს; სწორედ აქ წარმართულ ეპოქაში აგებული იყო ზადენის კერპი, ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ კი სამონასტრო ცხოვრების კერად გადაიქცა. დღეს არსებული ტაძარი VIII საუკუნეს განეკუთვნება და სამნავიანი ბაზილიკაა. ძეგლი რიყის ქვითაა ნაგები და დღესდღეობით კარგ მდგომარეობაშია. საუკუნეთა მანძილზე იგი რამდენჯერმე შეკეთდა. მონასტერს გარს აკრავს გალავანი, ის გვიან შუასაუკუნეების ნაგებობას წარმოადგენს.
ბოლნისის სიონი ადრეულ შუასაუკუნეებს განეკუთვნება, ის V საუკუნეშია აგებული. არქიტექტურულად ის სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. ტაძარი მომწვანო ფერის თლილი ქვითაა აგებული და შემკულია სკულპტურული გამოსახულებებითა და ორნამენტებით. აქ ვხვდებთ წრეში ჩასმულ, ბოლოებგაფართოებულ ჯვარს, რომელიც "ბოლნური ჯვრის" სახელწოდებითაა ცნობილი. ტაძრის კედელზე საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ასომთავრული წარწერაა შემონახული, რომელიც ტაძრის მშენებლობის შესახებ მოგვითხრობს. ბოლნისის სიონი მრავალჯერ დაზიანდა; XVI საუკუნეში ის შეაკეთეს მარიამ დედოფლისა და როსტომ მეფის ბრძანებით.
წუღრუღაშენი ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონში მდებარეობს, ბოლნისის სიონის მახლობლად. ის XIII საუკუნეში არის აგებული. ტაძრის შესახებ ინფორმცია საკმაოდ მწირია, ძირითადი წყარო წარწერებია; რომელთა მიხედვით ირკვევა, რომ ტაძარი ჰასან არსენის ძის მიერაა აგებული, რომელიც, როგორც ჩანს გავლენიანი ფეოდალი იყო; წარწერებში მოხსენიებული მეფე კი ლაშა-გიორგი უნდა იყოს. მრავალი საუკუნის მანძილზე ტაძარი გაუკაცრიელებული ყოფილა. დღესდღეობით იგი რესტავრირებული და მოქმედია.

Комментариев нет:
Отправить комментарий